გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების პროექტანტი

ვაცხადებთ ვაკანსიას  გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების (HVAC) პროექტანტის პოზიციაზე.

ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი:

 HVAC სისტემების დაპროექტება დარგში არსებული აღიარებული სტანდარტების შესაბამისად.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • საპროექტო ობიექტის შესწავლა;
  • ოპტიმალური ტექნოლოგიის შერჩევა;
  • გათბობა/გაგრილების/ვენტილაციის სისტემის გაანგარიშება;
  •  სისტემის კონფიგურაციის შესაბამის პროგრამაში დაპროექტება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ტექნიკურ ან მომიჯვავე სფეროებში),
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • ხაზვისა და მოდელირების კომპიუტერული პროგრამების: AutoCAD MEP, Revit-ის ცოდნა,
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, როგორც სასაუბრო, ისე წერითი,
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
საჭირო უნარ-ჩვევები:
  •  გუნდში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ორგანიზებულობა;
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა;
  •  სიახლეების იოლად ათვისების უნარი.
სამუშაო პირობები:
  •  სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშ-პარ ჩათვლით;
  • ანაზღაურების დიაპაზონი: 2500 ლარი (ხელზე ასაღები) გადაწყდება კვალიფიკაციის შესაბამისად
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; ქებული კლიმატის სათაო ოფისი
სოციალური პაკეტი:
  •  ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
  • კვებით უზრუნველყოფა;
შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.
ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად.

დასაქმებულის უფლებები:

ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.

წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@qebuli.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია ქებული კლიმატის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.

შენიშვნა:

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.