მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი

კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას  მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლის პორტფოლიოს შემუშავება და პერიოდული განახლება; 
  • სამიზნე სეგმენტისთვის ლოიალურობის პროგრამების შექმნა , დანერგვა და ეფექტურობის კვლევა;
  • რეკლამაციებზე მუშაობა; რთულ მომხმარებელთან ურთიერთობის გაუმჯობესება;
  • მომხმარებელთა გამოცდილების რუკის შედგენა, პერიოდული ანალიზი და განახლება.

საკავლიფიკაციო მოთხოვნება:

  • უმაღლესი განათლება;
  • მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

  • Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
  • მომსახურების ძირითადი სტანდარტების ცოდნა. 

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კრეატიული აზროვნების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge 

გისურვებთ წარმატებებს!