სწორედ 16 მილიონი ტუმბოს წლიური წარმოება ხდის Grundfos-ს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან მწარმოებლად. კომპანიის ძირითად პროდუქტებს წარმოადგენს, როგორც გათბობისა და გაგრილების ცირკულაციის ტუმბოები, ასევე სხვა ცენტრიდანული ტუმბოების მრეწველობა, წყალმომარაგების, კანალიზაციის და დოზატორი ტუმბოების. დღეს გრუნდფოსი არის ცირკულაციის ტუმბოების უმსხვილესი მწარმოებელი და მოიცავს მსოფლიო ბაზრის 50%-ს.
გარდა ამისა, გრუნდფოსი აწარმოებს სტანდარტულ და წყალქვეშა ძრავებს, ისევე როგორც თანამედროვე ელექტრონიკას ტუმბოების მონიტორინგისა და კონტროლისათვის. დამატებითი პროდუქცია იწარმოება BioBooster-ის და Lifelink-ის დივიზიებით, რომლებიც კომპანიის ახალი ბიზნეს-საქმიანობის ნაწილია. Grundfos-მა წარმოადგინა ახალი ტექნოლოგიების იარლიყი Grundfos Blueflux სახით, რომელიც უმაღლესი ხარისხის და საუკეთესო ტექნოლოგიის მაჩვენებელია, არსებულ ბაზარზე.
Grundfos-ის ჯგუფი წარმოდგენილია 80-ზე მეტი კომპანიის სახით 55 ქვეყანაში. გარდა ამისა, კომპანიის პროდუქცია იყიდება, სხვადასხვა ქვეყნებში, ადგილობრივი დისტრიბუტორების მიერ. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა დანიშნულებისთვისაა ტუმბო საჭირო, Grundfos თავის 70 წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, გთავაზობთ, უმაღლესი ხარისხის გადაწყვეტას.