Ekin Industrial

Ekin Industrial-მა საქმიანობა თბომცვლელების წარმოებით დაიწყო. მოგვიანებით მან გათბობის სისტემების სხვა მაკომპლექტებლების წარმოებაც დაიწყო. საკუთარი ნაწარმისათვის შექმნილი აქვს ბრენდი MIT-ი.

Ekin Industrial-ი უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს ხარისხის კონტროლს, რისთვისაც დანერგილი აქვს ISO სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემები. მისი ნაწარმი მუდმივად გადის ხარისხობრივ შემოწმებას და აკმაყოფილებს CE და GOST სტანდარტებსაც.

კომპანია საინჟინრო დარგის ექსპერტების დახმარების საშუალებით მუდმივად ხვეწს მიდგომებს და არაერთი ინოვაციური გადაწყვეტილების ავტორია.

Ekin Industrial-ის ისტორია 2005 წელს იწყება, 2006 წელს კი პირველი პროდუქტი გამოუშვეს ბაზარზე. 2007 წელს პროდუქციის პირველი საექსპორტო პარტია იტალიაში იქნა გაგზავნილი. 2008 წლიდან კი მან ყველა სახეობის თბომცვლელის წარმოება დაიწყო. კომპანია ყოველ მომდევნო წელს წარმატებას აღწევდა წარმოების და რეალიზაციის მიმართულებით, რისი დამსახურებაცაა ის, რომ ამჟამად მოწინავე პოზიციებს იკავებს საკუთარ ინდუსტრიაში მსოფლიო მასშტაბით.

  +90 850 811 04 18