საცირკულაციო ტუმბო GRUNDFOS TP სერია

საწყობშია

GRUNDFOS TP სერია წარმოადგენს ერთ საფეხურიან ცენტრიდანულ ტუმბოს, რომლის შემწოვი და გამომსვლელი მხარეები განთავსებულია ერთ ხაზზე. ტუმბო არის Top-pull-out დიზაინის, რაც გულისხმობს რომ აუცილებელი სარემონტო სამუშაოების შემთხვევაში შესაძლებელია ტუმბოს ძრავი და იმპელერი მოიხსნას ისე რომ ტუმბოს კორპუსის დემონტაჟი არ მოხდეს და ის დარჩეს მიერთებული სისტემაზე რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ექსპლუატაციის პროცესს.

საცირკულაციო ტუმბოები TP, გამოიყენება ცივი და ცხელი წყლის ცირკულირებისთვის გათბობის, გაგრილებისა და კონდინცირების სისტემებში როგორც კერძო ასევე საწარმოო სექტორში. შესაძლებელია მათი გამოყენება წყალმომარაგებისთვისაც.

პროდუქციის შეკვეთა კითხვის დასმა

გამოყენების სფეროები

  • გათბობის სისტემები;

  • გაგრილების სისტემები;

  • კონდინცირების სისტემები;

  • წყალმომარაგების სისტემები;

  • ინდუსტრიული ტიპის ობიექტები;

  • სასმელი წყლის მიწოდება;

 

ტექნიკური მახასიათებლები

  • მაქსიმალური აწევის სიმაღლე: 168 მ

  • მაქსიმალური ნაკადი: 4370 მ3/სთ

  • გადასატუმბი სითხის ტემპერატურა: -40 .. 150 °C

  • მაქსიმალური სამუშაო წნევა: 25 ბარი

 

უპირატესობები

  • მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი

  • სიმძლავრისა და წარმადობის პარამეტრების დიდი არჩევანი;

  • კომპონენტების / კომპლექტაციის დიდი არჩევანი ექსპლუატაციის სხვადასხვა პირობებისთვის;

  • მონტაჟისა და დემონტაჟის სიმარტივე;




GRUNDFOS ტუმბოების უმსხვილესი მწარმოებელია და დღეისათვის მსოფლიოს მასშტაბით 17 ქარხანას ფლობს. GRUNDFOS-ის სათავო ოფისი დანიაშია განლაგებული. მწარმოებლის ტუმბოების ხარისხი და ენერგოეფექტურობა მიჩნეულია დარგის ეტალონად, ხოლო ექსპლუატაციის საიმედოობა აღიარებულია წყალმომარაგების წამყვანი კომპანიების მიერ. იხილეთ მეტი...

პროდუქციის შეკვეთა
საიტიდან პროდუქციის შეკვეთის შემდეგ, ჩვენ დაგიკავშირდებით იმავე სამუშაო დღეს და გაგიწევთ მომსახურებას.  გაიგე მეტი

დოკუმენტები

სიაში დაბრუნება