საცირკულაციო ტუმბო GRUNDFOS MAGNA სერია

საწყობშია

MAGNA სერიის საცირკულაციო ტუმბოები წარმოადგენს მაღალეფექტურ, გონიერ საცირკულაციო ტუმბოებს სიხშირული მართვის ფუნქციით. გამოიყენება გათბობის, გაგრილებისა და კონდინცირების სისტემებში, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე ინდუსტრიულ დონეზე.


პროდუქციის შეკვეთა კითხვის დასმა

აღჭურვილია შემდეგი ფუნქციებით:

რეჟმი AUTO ADAPT - ტუმბო ახორციელებს წარმადობის ავტომატურ რეგულირებას სისტემის ფაქტობრივი მონაცემებიდან გამოდინარე, აღნიშნული რეჟიმი უზრუნველყოს მაქსიმალურ ენერგოეფექტურობას და ხმაურის მინიმალურ დონეს. განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როდესაც არ არის განსაზღვრული სისტემის რეალური მაჩვენებლები.

რეჟიმი FLOW LIMIT - ფუნქცია საშუალებას გვაძლევს დავაწესოთ გადასატუმბი სითხის მაქსიმალური მოხმარების მაჩვენებელი სისტემებისათვის სადაც ეს აუცილებელია.

რეჟიმი FLOW ADAPT - წარმოადგენს AUTOADAPT და FLOWLIMIT ფუნქციების შერწყმას, გამოიყენება სისტემებისათვის, სადაც საჭიროა მაქსიმალური ხარჯის შეზღუდვა ფუნქციით FLOWLIMIT. ტუმბო მუდმივად აკეთებს გადატუმბული სითხის რაოდენობის მონიტორინგს და რეგულირებას რათა მან არ გადააჭარბოს თავდაპირველად განსაზღვრულ მაჩვენებელს.


უპირატესობები:

 

  • დაბალი ენერგომოხმარება, MAGNA3 - ის ყველა მოდელი შეესაბამაება EuP 2015 სტანდარტს.

  • ჩაშენებული წნევისა და ტემპერატურის სენსორები (MAGNA3);

  • მონტაჟსა და დემონტაჟს სიმარტივე;

  • ხანგრძლივი ექსპლუატაციის პერიოდში არ საჭიროებს ტექნიკურ მომსახურებას;

  • მარტივი ინტერფეისი და TFT ეკრანი მონაცემების ვიზუალიზაციისთვის (MAGNA3);

  • მუშაობის ისტორიის ჟურნალი;

  • დისტანციური კონტროლისა და მართვის შესაძლებლობა;

  • წნევის პროპორციული რეგულირების რეჟიმი;

  • მუდმივი წნევის კონტროლის რეჟიმი;

  • მუდმივი ტემპერატურის რეგულირების რეჟიმი;

  • ტემპერატურის ცვლილების მიხედვით რეგულირების რეჟიმი;

  • მითითებული პარამეტრების მიხედვით რეგულირების რეჟიმი;

  • წარმადობის ავტომატური შემცირება ღამის პერიოდში;

  • არ საჭიროებს დამატებით დაცვას ელექტრო ძრავისათვის;

  • აღჭურვილია თბოიზოლაციური გარესებით გათბობის სისტემებში მონტაჟისათვის;

  • დიდი ტემპერატურული დიაპაზონი, სადაც სითხის ტემპერატურა არ არის დამოკიდებული გარემოს ტემპერატურაზე;

  • რამდენიმე ტუმბოს შეთანხმებული მუშაობის შესაძლებლობა;


გამოყენების სფეროები

  • გათბობის სისტემები;

  • გაგრილების სისტემები;

  • კონდინცირების სისტემები;

  • ინდუსტრიული ტიპის ობიექტები;

    

ტექნიკური მახასიათებლები

  • მაქსიმალური აწევის სიმაღლე: 18.83 მ

  • მაქსიმალური ნაკადი: 81.31 მ3/სთ

  • გადასატუმბი სითხის ტემპერატურა: -10 .. 110 °C

  • მაქსიმალური სამუშაო წნევა: 16 ბარი



GRUNDFOS ტუმბოების უმსხვილესი მწარმოებელია და დღეისათვის მსოფლიოს მასშტაბით 17 ქარხანას ფლობს. GRUNDFOS-ის სათავო ოფისი დანიაშია განლაგებული. მწარმოებლის ტუმბოების ხარისხი და ენერგოეფექტურობა მიჩნეულია დარგის ეტალონად, ხოლო ექსპლუატაციის საიმედოობა აღიარებულია წყალმომარაგების წამყვანი კომპანიების მიერ. იხილეთ მეტი...

პროდუქციის შეკვეთა
საიტიდან პროდუქციის შეკვეთის შემდეგ, ჩვენ დაგიკავშირდებით იმავე სამუშაო დღეს და გაგიწევთ მომსახურებას.  გაიგე მეტი

დოკუმენტები

სიაში დაბრუნება