საწყობშია
ბოშის უახლესი თერმოსტატი CR 10 გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და სიმარტივით.

შეიძინე ონლაინ
199 ლარი
კითხვის დასმა
CR 10 თერმოსტატი იდეალურია ბინებში სამონტაჟოდ და თავსებადია ჩვენთან არსებულ ყველა
ბოშის ქვაბთან, იგი ოფტიმიზაციას უკეთებს სანთურისა და ტუმბოს მუშაობის სიხშირეს, ოთახში
არსებულ და მოთხოვნილ ტემპერატურებს შორის გადახრაზე დაყრდნობით, რაც ამცირებს საწვავის
ხარჯს და ზრდის ქვაბის ეფექტურობას 2-3%-ით.

  მახასიათებლები:
  •  ოთახის ტემპერატურის კონტროლი
  • მოდულირებადი კონტროლი
  • ჩაშენებული ტემპერატურული სენსორი
  • ბოშის ქვაბების ალგორითმის ავტომატური ამოცნობა. (არ საჭიროებს დამატებით პროგრამულ ჩარევას)
  • დისპლეი, რომელიც აჩვენებს ოთახის ტემპერატურასა და Error კოდებს
  • User Friendly ინტერფეისი

თერმოსტატის გამოყენება უმარტივესია ნებისმიერი მომხმარებლისთვის: დისპლეიზე აისახება ტემპერატურა რომელსაც ვაკონტროლებთ რეგულატორით, ხოლო გათბობის გამოსართავად რეგულატორს ვაბრუნებთ მარცხენა მხარეს და ვაწვებით დამახსოვრებისთვის.

მწარმოებლის შესახებ 
BOSCH TERMOTECHNIK GMBH ენერგოეფექტური პროდუქტის შექმნაზე ორიენტირებული, გათბობის და ცხელი წყლის სისტემების წამყვანი გერმანული მწარმოებელია. BOSCH-ის პროდუქცია ცნობილია თავისი საიმედოობით და გამოირჩევა ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადით. იხილეთ მეტი...
სიაში დაბრუნება