ბუნებრივი და მხუთავი აირის მაღალსტაბილური კომპლექსური დეტექტორი. გამოიყენება ბუნებრივი ან მხუთავი აირის გაჟონვის დასადგენად.დეტექტორში გამოყენებულია 2 ნახევარგამტარი სენსორი, ბუნებრივი აირის და მხუთავი აირის ცალ-ცალკე დადგენის მიზნით. დეტექტორი განკუთვნილია ბინების, კერძო სახლების და კომერციული ფართების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სადაც შესაძლებელია ბუნებრივი ან მხუთავი აირის არსებობა.
გაზის დეტექტორი უზრუნველყოფს აირების გამოვლენას ხმოვანი და ვიზუალური გაფრთხილებით. გაზის ელექტრო სარქველი, კი შექმნილია გაზის დეტექტორთან ინტეგრაციისთვის, რომლის მეშვეობითაც დეტექტორის სიგნალზე შეაჩერებს გაზის მიწოდებას.