Bosch – თანამედროვე და ხელმისაწვდომი
მას შემდეგ, რაც ცენტრალური გათბობის სისტემა გახდა საუკეთესო გამოსავლი სახლებში თბილი კლიმატის შესაქმნელად, ამ თემაში ცენტრალური გათბობის ქვაბები ძირითად განხილვის საგანს წარმოადგენს.
ერთი შეხედვით, ყველა ვინც დამაჯერებლად საუბრობს ცენტრალური გათბობის ქვაბებზე თითქოს კომპეტენტურია და ერკვევა მათში, თუმცა, მეორე მხრივ, როცა საქმე არჩევანის გაკეთებას ეხება, ვორჭოფობთ და ვერ გადაგვიწყვეტია ვის კომპეტენციას მივანიჭოთ უპირატესობა.
განსაკუთრებით გაართულა არჩევანის გაკეთება ბაზარზე არსებულმა მდგომარეობამ, რადგან ის გაჯერებულია სხვადასხვა ქვეყნის წარმოების ცნობადი და არაცნობადი, ერთი შეხედვით, მსგავსი პარამეტრების მქონე ბრენდებით. არასაკმარისი კომპეტენციის “მსხვერპლი” მომხმარებლების ჩივილსაც თუ წავაწყდებით, სრულად გაუგებარი ხდება, რის მიხედვით უნდა გაკეთდეს არჩევანი.
სად ვეძებოთ კომპეტენცია, ვის რჩევებს დავუჯეროთ და რას უნდა ვენდოთ?. კვალიფიკაცია და გამოცდილება პროფესიონალიზმის მთავარი შემადგენელი კომპონენტებია და რა თქმა უნდა, კომპეტენციის წყაროს სათავე.

BOSCH-ის ისტორია
BOSCH-ის ისტორია 1886 წლიდან იწყება, როდესაც მისმა დამფუძნებელმა, გერმანელმა ინჟინერმა და გამომგონებელმა რობერტ ბოშმა გახსნა ელექტროტექნიკისა და ზუსტი მექანიკის მცირე საწარმო ქალაქ შტუტგარტში და დღესდღეობით, BOSCH TERMOTECHNIK GMBH ენერგოეფექტური პროდუქტის შექმნაზე ორიენტირებული, გათბობისა და ცხელი წყლის სისტემების წამყვანი გერმანელი მწარმოებელია. კომპანია «ქებული კლიმატი» უკვე 10 წელზე მეტია, რაც BOSCH-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და მომხმარებელს სთავაზობს BOSCH-ის ცენტრალური გათბობის და ცხელი წყლით მომარაგების კედლის მაღალტექნოლოგიურ ქვაბებს. გაგიკვირდებათ და მათი ფასები ნაკლებია ბაზარზე არსებული მსგავსი პარამეტრების მქონე ქვაბებთან შედარებით.
კითხვაზე - რითი შეგვიძლია ავხსნათ ეს?
პასუხი მარტივია: BOSCH-ის 130 წლიანი გამოცდილება და ტექნოლოგიური უპირატესობები განაპირობებს მისი პროდუქციის, როგორც მაღალტექნოლოგიურობას, ასევე ხელმისაწვდომობას.
სწორედ, ამით აიხსნება, რომ მხოლოდ BOSCH-ი გვთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილ 24 კილოვატიან კედლის ქვაბს CLASS 6000 - 1789 ლარად, მაშინ როცა მასთან მიახლოვებული ანალოგები 2000 და უფრო მეტი ლარი ღირს.
ამ ტექნოლოგიის ქვაბის ძირითადი მახასიათებლებია:
- მოდულირებადი ვენტილატორი - მართვის ინტელექტუალური ალგორითმითა და შესაბამისი ტექნიკური მოდიფიცირებით უზრუნველყოფს ვენტილატორის ექსპლუატაციის ვადის გაზრდას, ხმაურის დაბალ დონეს, ელ. ენერგიისა და ბუნებრივი აირის ხარჯვის ეკონომიას, საკვამლე მილის დაგრძელების და მოწყობის ფართო სპექტრის დაკმაყოფილებას.
- სპილენძის მაღალტექნოლოგიური თბომცვლელი - მაქსიმალურად გარდაქმნის მოხმარებულ ენერგიას სასარგებლოდ და ზრდის ენერგოეფექტურობას, გამოირჩევა ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადით.
- გაზის წნევისა და ძაბვის ცვალებადობის მიმართ ადაპტირება - ელ. ენერგიის ძაბვისა და ბუნებრივი აირის წნევის მერყეობის პირობებში უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეფექტურობას.
- მართვის ციფრული ტექნოლოგია - უზრუნველყოფს აბსოლუტურად ზუსტი კონტროლისა და დაკვირვების საშუალებას. მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნებზე.
- კომპლექსური დაცვის სისტემა - იცავს ქვაბს ყინვით, გადახურებით, წყლის დასაშვები წნევის ვარდნით ან გადაჭარბებით და ელ. ენერგიის არადასაშვები ძაბვით მიღებული დაზიანებებისგან.
იმის გათვალისწინებით, რომ CLASS 6000 შეიქმნა და მოწმდება გერმანელი სპეციალისტების მიერ, როგორც BOSCH-ის სხვა პროდუქცია, ის გამოირჩევა დამატებითი საიმედოობითა და ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადით!